საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტის საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას.
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას და დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს გზას დედაქალაქიდან სტეფანწმინდამდე.