კულტურის სამინისტრომ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. მათ შორისაა 20 „ხევსურულის“ კომპლექტი ვაჟებისთვის და ათი კოსტიუმი ქალებისთვის. სასცენო სამოსი ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა. ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს. 2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეით ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“.