ანსამბლებს – „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“ ტრადიციული სასცენო სამოსი საჩუქრად გადაეცა. აღნიშნულ პროექტს კულტურის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ანსამბლ „მე რუსთველს“ გადაეცა ათი კომპლექტი ჩოხა-ახალუხი, ხოლო ანსამბლ „თუთარჩელას“ – 15 სასცენო კაბა, რისთვისაც უწყებამ გამოყო 17 510 ლარი. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.