სასამართლოსთან გუშინდელი აქციის დროს დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალს დღეს წარუდგენენ. მისი უფლებადამცველის განცხადებით, თამლიანი მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, დაკავებულს სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.