სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებული ორი მოქალაქე. თეიმურაზ მენაბდიშვილს 500 ლარიანი, გიოგრი სილაგაძეს კი – ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლემ მოწმეებს მოუსმინა და ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია.
დაცვის მხარე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.