საყოველთაო მობილიზაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.
პარტია შტაბ-ბინაში სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. ნიკა მელიას მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური ძალების ლიდერებიც, მათ შორის „ევროპული საქართველოდან“. თუმცა, „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს შენობაში მუშაობის უფლება არ მისცეს. პარტიის შტაბ-ბინაში დღეს მხოლოდ რამდენიმე მედია-საშუალება შეუშვეს, მათ შორის არ აღმოჩნდა საქართველოს პირველი არხი.