გარიგებული თამაშების საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მომხდარზე სამი ყოფილი და რვა მოქმედი სპორტსმენია დაკავებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.