„სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანია“ - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროკურორი

არასრულწლოვნების მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

სასჯელს დღეს ორი მოზარდის მკვლელობისთვის ორი არასრულწლოვანი ელოდა.

ცოტა ხნის წინ, განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ გააკეთა. როგორც პროკურორი აცხადებს, მათთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ.