ხმაური იყო დღეს გურჯაანის სასამართლოსთან.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო გადაწყვეტილების არგუმენტად ბრალდებულის მიმალვის საფრთხე სახელდება, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თანაგუნდელებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების უცვლელად დატოვებას პოლიტიკურ დევნად თვლის. მმართველი გუნდის ლიდერები კი სასამართლოზე ზეწოლას გამორიცხავენ და კირკიტაძეს და მის თანამოაზრეებს სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს გადაღებულ კადრებს ახსენებენ.
ყოფილი მმართველი პარტიის წევრს პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას ედავებიან.