მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულს საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა ვაზისუბანში მოხდა. ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ადვოკატის თქმით, ის განაჩენს გაასაჩივრებს.