მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე გიორგი არევაძე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს. 6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

​პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სამი მოწმის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დარჩენილ შვიდ მოწმეს ჩახსნიან. მანამდე ცხრა მოწმე სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჩახსნა. ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.