თბილისის საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოსა“ და საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ბესიკ დონაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საუბარია ისნის მე-16 და 26-ე უბნებზე, სადაც, დონაძის თქმით, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, მათ უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია გაიზიარა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.