სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აიისა” 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საქმეზე – „თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, პრეზერვატივისშეფუთვაზე ორ თითზე წამოცმულიპრეზერვატივისა და თამარ მეფის გამოსახვამსაზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაციები არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.
მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმების გარდა, მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის აკრძალვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც “აიისას” დამფუძნებელმა ანა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.