ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, აშოტ რაისიანისა და მიხაილ აგაბაბიანის სასამართლო სხდომა 7 დეკემბრამდე ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.
ადვოკატის თქმით, სასამართლომდე მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათ შორის ის ვიდეოფაილები არ გადასცემია, რომელიც სასამართლოზე უნდა გამოიკვლიოს.
ადვოკატმა ვიდეოფაილების ასლები სხდომაზევე მიიღო და სასამართლოსგან მისი გაცნობისათვის დრო ითხოვა.