სასამართლო რეფორმის კვლევა  

სადავო გახდა სასამართლოს შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგები.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაკვეთილმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების უმეტესობა, ანუ 51 % სფეროს დამოუკიდებლობას აღიარებს. თითქმის იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა სანდოობის რეიტინგშიც. კვლევაში დადებითაც არის შეფასებული 2013 წლის შემდეგ გატარებული რეფორმებიც, თუმცა გამოკვეთილია ხარვეზებიც, რომლებიც ძირითადად პროცესების გაჭიანურებას და ლოჯისტიკას ეხება.

მიღებულმა ციფრებმა პოლიტიკურ სპექტრში, მესამე სექტორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საინტერესოა, რომ კვლევაში იუსტიციის საბჭოს წევრებიც მონაწილეობდნენ.