ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების მეორე რაუნდამდე მმართველი გუნდი ორი რეფორმის ინიცირებას ახდენს.
საუბარია მართლმსაჯულების და საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებების რეფორმაზე. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა გაუმჯობესდეს. იგულისხმება ოთხი ცვლილება, რომელმაც ავტორთა აზრით, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გასამწესებლად კანდიდატების შერჩევის პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის გატარება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დახვეწა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და მოწოდებაა.