ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოპოზიციის აქტივისტების სასამართლო პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო. დაკავებულებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძეც იყო, რომელიც სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის აიყვანეს. ამასთან, გუშინდელ აქციაზე ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდებარე, ე.წ. დროებით კედელზე, საბჭოთა სიმბოლიკისა და წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.