სასამართლო პროცესი

სასამართლო ამ წუთებში მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ ასახავდა რეალურ სურათს.

როვშან და ეტიბარ ისკანდაროვების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 164-ე მუხლით არის აღძრული, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს და ექვსიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.