თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით, ერთი წლის წინ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლაშა ჭიღლაძე გამოიკითხა.
როგორც ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ პირველ არხს განუცხადა, სუს-ში გამოძიება სსკ-ის 315 მუხლით არის დაწყებული, რაც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს გულისხმობს, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და რა შეკითხვებს უსვამდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჭიღლაძეს, ადვოკატი ვერ საუბრობს. ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, გამოკითხვა ნახევარ საათს გაგრძელდა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მოწმეს განუცხადეს, რომ მასთან შეკითხვები აღარ აქვთ, ჭიღლაძეს არანაირი შეზღუდვები აქვს და შეუძლია ქვეყანაც დატოვოს.
სუს-ის წარმომადგენელს გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.