საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმესთან დაკავშირებით, სხდომა იმართება. ბრალდებულია 7 პირი. გამოიკითხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი. ცნობისთვის, ბრალდებულ პირებს ტელეკომპანიების: „იმედის“, „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“, „მთავარი არხის“, გამოცემების – „ტაბულასა“ და „რადიო თავისუფლების“ წარმომადგენლებზე ძალადობას ედავებიან. შვიდივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.