საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროცესზე ასევე ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ იარაღი საქართველოში შეიძინეს.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას გულისხმობს.