გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული 5 პირის საქმის განხილვა რამდენიმე საათით გადაიდო.
მოსამართლის განცხადებით, სხდომის გადადების მიზეზი ის არის, რომ დაკავებულების ადვოკატებმა საქმის მასალების გაცნობა მოახერხონ. ბექა ბასილაიას განცხადებით, ის სასამართლოს პროტესტს უცხადებს და არც ერთ კითხვას არ უპასუხებს. მისივე თქმით, მის უფლებებს ადვოკატი არ დაიცავს.