საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.
ამ წუთებში მოსამართლე ექვსი პირის ადმინისტრაციულ საქმეზე მსჯელობს. გიგა მაქარაშვილს, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ნადირაძეს, დავით მჟავანაძესა და პაატა სოსონაშვილს შსს ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე სულ 37 პირი დააკავეს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.