ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტობავარჩხილზე ტურისტების იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, ბრალდებული სამ თვეს ციხეში გაატარებს, შვიდ თვეს კი პირობით მსჯავრს მოიხდის. ადვოკატის განცხადებით, ჩხოროწყუს მკვიდრი ორ გერმანელ ტურისტ ქალს დაემგზავრა. ტობავარჩხილზე მათ მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. მამაკაცმა ტურისტებს სექსუალური კონტაქტის დამყარება შესთავაზა, თუმცა გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
ტობავარჩხილის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული იმ კარავში შეღწევას ცდილობდა, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ.