ხვალ, 4 აპრილს, 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი გამოცხადდება. სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, რა სახის სასჯელი შეეფარდებათ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე დაკავებულ პირებს. სულ ბრალდებულია 21 ადამიანი, მათგან 20 პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 5 ივლისის მოვლენებისას 53 ჟურნალისტი და ოპერატორი დაზარალდა, მათ შორის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა, რომელიც ამ დრომდე სრულყოფილად თავისი საქმიანობის განხორციელებას ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.