სარწყავი წყლის პრობლემა მეჯვრისხევში

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებას სარწყავი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც სოფელ მეჯვრისხევისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დარჩნენ. ფერმერებმა ალტერნატიული გზა მოძებნეს და მიწის ფართობების მოსარწყავად ჭაბურღილები გააკეთეს.

სარწყავი წყლის პრობლემის გამო, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მცირემიწიანი გლეხები აღმოჩნდნენ, რომლებმაც საკარმიდამო ფართობებზეც წელს მოსავლის მოყვანა საერთოდ ვერ შეძლეს. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობას წყლის გადასახადის გადახდა მაინც უწევთ.

რა პასუხი აქვთ მელიორაციის სამსახურში და რას ითხოვენ ადგილობრივები, ნახეთ ნინო ფისაძის სიუჟეტში.