წინასწარი თანხმობის გარეშე მოქალაქე ტელეფონით კერძო სარეკლამო შეტყობინებებს აღარ მიიღებს.
პირდაპირი მარკეტინგის წესი იცვლება. მომდევნო თვიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში. ეს იქნება ერთ-ერთი სიახლე პერსონალურ მონაცემთა კანონში შეტანილი ცვლილებებიდან. მობილური ოპერატორების ნაწილი აბონენტებს ხელშეკრულების პირობებში მოსალოდნელ ცვლილებაზე უკვე აფრთხილებს. სარეკლამო შეთავაზებების მისაღებად და შესაბამისად, მომხმარებლის მონაცემების დასამუშავებლად კომპანიას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოქალაქის დასტური სჭირდება.