ვაკის რაიონში, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი გააცნო.