ვნებათაღელვის მიზეზი ხდება თბილისის მერიის გადაწყვეტილება. თამარ მეფის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდა. ავტობუსის ხაზი გმირთა მოედნიდან სადგურის ტერიტორიამდე გაზარდეს, რამაც მანქანების სავალი ნაწილი შეავიწროვა. მძღოლების ნაწილი უკმაყოფილოა და დარწმუნებულია, რომ მითითებულ მარშრუტზე ავტობუსების ზოლის გაჩენა საცობების პრობლემაც გაამწვავებს. თუმცა, პარკირების ადგილების ათვისების არგუმენტით, დედაქალაქის მთავრობა ამ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვას არ ელოდება.