სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები გამოიცვალა. ადგილზე დღეს კახა კალაძე იმყოფებოდა. ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე ასევე დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია და საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსება. სრულად მოწესრიგდება გზის ზედა ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლის აპრილში იგეგმება.