სარეაბილიტაციო სამუშაოები რაჭაში

რაჭაში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებები სრულდება, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ბეტონის კუბები, მიმდინარეობს ბოლო საბურღი და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები.

სტიქია 2020 წლის ივლისში მოხდა, რომელმაც ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატარდა, მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 35.5 მლნ. ლარია.