ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის ფუნდამენტი იცვლება ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტრო სისტემები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქნის კონფიგურაცია. რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე უნდა გაიზარდოს. პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა.