მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებთან და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.
სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, შენარჩუნდა შენობის ისტორიული ნაწილი და კვლევისას აღმოჩენილი ავთენტური კედლები. ჩატარდა შენობის გამაგრების სამუშაოები; მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი; შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები; დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები.