ჩოხატაურსა და ლანჩხუთში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ათ მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ჩოხატაურში მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების განახლება მიმდინარეობს. რაც შეეხება ლანჩხუთს, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, 13 შენობას, პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობის გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.