ალავერდის რეაბილიტაცია გრძელდება. სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალ ჩამოსხმული ჯვარი აღიმართეს. ჯვრის დამზადება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის 25 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა.