მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება.
პროცესი მაისში უნდა დასრულდეს. ხიდზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი. პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობაც.
აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 057 871 ლარი დაიხარჯება.