აეროპორტის დასახლებაში, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე ორი საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, პარკინგი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემები მოეწყობა. ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.