სარეაბილიტაციო სამუშაოები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყლის 24-საათიანი შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს. წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. შესაბამისად, 8 ნოემბრის ღამის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, შატბერაშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, ყიფშიძისა და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს; დოლიძის, შარტავას, პეკინის, უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს; ფარნავაზ მეფის გამზირს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში: ქიაჩელის, ჭოველიძის, რჩეულიშვილის, ზუბალაშვილების, ალ. ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ღვინის აღმართს, პუშკინის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს; ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.