GWP გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 26 სექტემბერს ჩაატარებს. განახლდა ორ კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
სამუშაოები 15 სხვადასხვა ადგილზე შესრულდება. შესაბამისად, დილის 10:00 საათიდან 27 სექტემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის ზემო პლატოს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის დასახლებასა და მიმდებარე ქუჩებს.