სარეაბილიტაციო სამუშაოები

თერჯოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ახალი კულტურულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტი რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარს აღემატება.

როგორ ხვდებიან თერჯოლელები მიმდინარე პროექტს და კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურას მოიცავს ის, – ირმა ჭოლაძის და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი.