სარეაბილიტაციო სამუშაოები

ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე შეიცვალა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. გარდა ამისა, განახლდება სკვერში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

მიმდინარე პროცესს კახა კალაძე გაეცნო.