სარეაბილიტაციო სამუშაოები

საგზაო პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 32.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ლოტად ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა მონაკვეთზე არსებული და მეწყრული უბნების რეაბილიტაციაც გრძელდება. პროექტები საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან კავშირს სრულად განახლებული, კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით და ამ მუნიციპალიტეტების დაკავშირებას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან.