სარეაბილიტაციო სამუშაოები

სამცხე ჯავახეთში საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.

სამუშაოები „ქართუ“ ფონდის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება და 2020 წლისთვის 30-მდე  სარესტავრაციო პროექტს მოიცავს. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წელს დაიწყება საკონსერვაციო-სარესტავრაციო პროცესი სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე. უკვე დაწყებულია სოფელ ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც.