დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ღირბულება ორ მილიონამდე ლარია. სამუშაოების ფარგლებში უნდა მოეწყოს გზის სავალი ნაწილის ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდეს საკომუნიკაციო ქსელს – დამონტაჟდეს წყალანირების ახალი ქსელი და სანიაღვრე სისტემა, ასევე განათების ახალი სისტემა. დაგეგმილია გზაგამყოფი ზოლის გამწვანებაც.
პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო.