საქალაქო სასამართლოში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა სარჩელი შეიტანეს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ. „ლეიბორისტულ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის უფლება დაირღვა, სწორედ ამიტომ პარტია შედეგებს არ აღიარებს.