საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადებული სარჩელის განხილვა დაიწყო.
მოსარჩელე მხარე ტელეკომპანია „თრიალეთია“, რომელიც ჩვენს ეთერში კომერციული რეკლამების ლიმიტის ზრდას ასაჩივრებს. სარჩელის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ მაუწყებლობის შესახებ კანონში ერთი წლის წინ შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საქართველოს პირველი არხის ეთერში სპორტული რეპორტაჟის, ფესტივალის თუ კონკურსის გადაცემის დროს კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამეში 60 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი, მისი მოცულობა საათში სამ წუთს არ უნდა აჭარბებდეს. ამავე ცვლილებებით, დასაშვები ხდება ჩვენს ეთერში გასართობი გადაცემების და სერიალების სპონსორობაც.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ სასამართლოში ვერ დაასაბუთა, რა ნაწილში შეზღუდა ამ საკანონმდებლო ცვლილებამ მათი უფლებები.