სარჩელი პროკურატურაში

ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე მსჯავრდადებული გოგიტა ბიჩელაშვილის ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ფრიდონ სუხიაშვილის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, გამოიკვეთა სხვა პირის ბრალეულობაც. მისი განმარტებით, აღნიშნული პირები საქმეში ფიგურანტების ზემდგომი პირები არიან და აღნიშნულის დამდასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს. შეგახსენებთ, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურანტი ორივე პირი, სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.