გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ თანაგუნდელებთან ერთად, ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა. დეკანოიძის თქმით, აღნიშნული ბანერების გაკვრით, საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, ასევე, ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება. ოპოზიცია საოლქოსგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.