სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა და აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისადმი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო სარჩელი შეიტანეს.
სახალხო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების მიმართ არის პატივისა და ღირსების შემლახავი, ისინი ასევე „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათ დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელთან ერთად 12 ათასამდე ხელმოწერაც წარადგინეს.