ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ავიაიერიში განხორციელდა სდოტ ნეგევის რეგიონული საბჭოს ერთ-ერთ ქალაქზეც. არიან დაშავებულებიც. მომხდარს გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის ნორმები დაცული უნდა იყოს.